ათი თვის წინ გავხდი დედა და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა… ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ შემეძლო ასეთი ბედნიერი ვყოფილიყავი.. თითოეული დღე დღესასწაულია 2017 წლის 14 დეკემბრის შემდეგ…

ნანა როზენბერგ
ჩემთვის, როგორც დედისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორი ნაყოფიერია მასთან ერთად გატარებული დრო.. დაბადებიდან ძალიან მალე გავიყვანე ადამი სახლის კედლებიდან, რადგან მინდოდა სამყაროს შეცნობა პირველივე დღეებიდან შესძლებოდა…
ალბათ როგორც ყველა დედას, მეც მინდოდა (დღემდე ასეა) სულ ხელში მჭეროდა ჩემი შვილი, მაგრამ ამისათვის სხვა საქმეებზე უარის თქმა მიწევდა.
“Ergobaby – Baby Wrap” ის შეძენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. შევძელი ბავშვთან ახლოს ყოფნა და ამავდროულად სხვა საქმეებით დაკავებაც (როგორიც არის მაგალითად სელფი ? ).

“Ergobaby “გთავაზობთ ბავშვის „კენგურუს“ფართო ვარიაციებს, რომელიც იდეალურად არის მორგებული როგორც ბავშვზე, ასევე დედაზე. პროდუქტის ხმარების შემდეგ არ გაწუხებთ ისეთი ტკივილები როგორიცაა მხრების დაჭიმულობა და წელის ტკივილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “Ergobaby“ის პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა ბავშვის კანმრთელობისა და განვითარებისთვის.
“Ergobaby – 360” ასევე საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვთან სიახლოვეს და სურთ ბავშვის თვალით აღქმული სამყარო თავადაც დაინახონ.